არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო დღეს შეაჯამებს
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო დღეს შეაჯამებს. სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 17 საათისთვის არის დანიშნული.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს, რომელსაც პრეზიდენტი დანიშნავს. ბარსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი განიხილება.

| Print |
FaceBook Twitter Google