3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა
1992 წლიდან, 3 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე აღინიშნება. თარიღის დაწესება მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უკეთ გარანტირებას.
აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე, მათ შორის, იმ დისკრიმინაციისა და გარიყვის შესახებ, რასაც ისინი საუკუნეების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიცდიდნენ.

საქართველომ გაეროს კონვენციის რატიფიცირება  2014 წელს მოახდინა.

| Print |
FaceBook Twitter Google