ადამიანს, რომელიც კორონავირუსს გადაიტანს, დიდი ალბათობით ვაქცინაცია აღარ დასჭირდება- ლევან რატიანი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, თუ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა და სახადი მოიხადა, ასეთ ადამიანს ვაქცინა არ სჭირდება.

„კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია. ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია, ამის რესურსი ჩვენს ერს აქვს. ვიცი, რომ ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსის შესახებ - ვაიმე თუ დაემართა, რა უნდა ვქნა?! დღეს მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსზე გადაერთო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალურია, ახლა ყველას ძირითადი ამოცანაა - ეს ვირუსი დავამარცხოთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

| Print |
FaceBook Twitter Google