დღეს კახეთში წვიმიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსლოდნელი.

უწყების ინფორმაციით, +7 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -+4 გრადუსი იქნება, დღე უნალექოდ ჩაივლის. თელავში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექია მოსალოდნელი სიღნაღშიც. +5 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წვიმა /