ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და ბარიერგადალახული პარტიების შედეგები ოფიციალურად წარადგინა. ყველაზე მეტი მანდატი მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღეს.

ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია იოსელიანის განცხადებით პროპორციული სიით მიღებული მანდატები 9 საარჩევნო სუბიექტზე ასე გადანაწილდა:
N2- ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია „ ევროპული საქართველო“ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 3,79%, მიღებული მანდატების რაოდენობა 5.
N5 – ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 27,18% - მიღებული მანდატების რაოდენობა 36.
N8 - დავით თარხან მოურავი ირმა ინაშვილი„პატრიოტთა ალიანსი“ 3,14%, მიღებული მანდატების რაოდენობა 4.
N10 შალვა ნათელაშვილი „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 1% - მიღებული მანდატების რაოდენობა - 1.
N24 „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, 1,33% მიღებული მანდატების რაოდენობა 2.
N27 ბლოკი "გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლი“ - 3,15% მანდატების რაოდენობა 4.
N36 „გირჩი 2,89% - მანდატების რაოდენობა 4.
N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 48, 22% მიღებული მანდატების რაოდენობა 60.
N56 „ლელო“ 3,15% მიღებული მანდატების რაოდენობა 4.

„რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები“, - განაცხადა იოსელიანმა

კანონმდებლობით, საარჩევნო შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ახლადარჩეული პარლამენტი პირველ სხდომას გამართავს

| Print |
FaceBook Twitter Google