ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 390 კოვიდინფიცირებული იმყოფება
ამ დროისთვის ქვეყანაში 1027 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 390 ადამიანი იმყოფება. კლინიკებში სულ 6 500-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

გუშინ ინფიცირების 4 260 შემთხვევა აღირიცხა. ამ ეტაპზე კორონავირუსი სულ 21 655 ადამიანს აქვს. 4000-მდე მოქალაქე მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, 11-ათასზე მეტი კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეებშია 2000-მდე ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 500-ზე მეტი.

| Print |
FaceBook Twitter Google