კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 1.5 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს
გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“
ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით
ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში
კორონავირუსის 64 774 705 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 500 038
ადამიანი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11
მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი
გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
მასალის გამოყენების პირობები