დღეს კახეთში თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში დღეს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში თოვლია მოსალოდნელი.

+2 გრადუსი და თოვაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს ლაგოდეხშიც აქ ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. თელავშიც თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი არის მოსალოდნელი. ნალექია მოსალოდნელი სიღნაღშიც. +2 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /