შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის
განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 901
ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა
ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის
ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის
შესაბამისად 831 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული
პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პირბადის
ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და
ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები