თელაველმა ექიმმა საავადმყოფოს საწოლები შეუძინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აშშ-ში მოღვაწე თელაველ ექიმს, დავით მრელაშვილს, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა.
მედიკოსი კახეთის რეგიონში იმ პაციენტების მართვის პროცესშია ჩართლი, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ. ასეთი კი საშუალოდ 1500 ადამიანია.

მთავრობის მეთაურმა დავით მრელაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ყველა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც პაციენტების მართვის კომპონენტში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ცნობისთვის, დავით მრელაშვილმა საკუთარი ხარჯებით რამდენიმე დღის წინ თელავის ცენტრალური საავადმყოფოსთვის საწოლები შეიძინა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

როგორც მრელაშვილის ფეისბუქპოსტიდან ირკვევა, ერთ-ერთ მაღაზიაში საკუთარი ხარჯებით, სააგარაკე ტიპის საწოლები შეიძინა და სტაციონარის შესაბამისად გადააკეთა.

-"ელოდება რო “ნამდვილი” საავადმყოფოს საწოლებით დატვირთული გემი დროულად შემოვიდეს (გამქრალია დისტრიბუტორებთან, გზაშია), თელავში ხვალ პირველი პარტია დაიდგმება და კვირის ბოლოსთვის ამ კონკრეტული საავადმყოფოს საწოლ ფონდის 33%-მდე გაზრდას შევძლებთ საჭიროებისამებრ (წინასწარ დარეკვებით არ ხდება ჩაწერა). მთავარი ექიმის და ადილობრივი “უფროსობის” მიერ მოწონებული და დამტკიცებულია. სხვა თუ არაფერი ვინც “პროფილაქტიკისთვისაა” მისული და საავადმყოფოს კედლებში უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს – იმათ მაინც გადავაწვენთ აქ რომ ვისაც ნამდვილი საწოლები სჭირდებათ – გამოუთავისუფლდეთ“, – წერს ექიმი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.



| Print |
FaceBook Twitter Google