ალეკო ელისაშვილი - ნუ გამოვიყვანთ ისე,, რომ პარლამენტში შესვლა ქვეყნის დაქცევაა
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესასვლელად.
ელისაშვილმა დღეს “მოქალაქეების” გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ყველა მოქალაქე ენდობა:

“მინდა ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრებიდან, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია გვქონდეს, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ამისთვის ვიბრძვი მე პირადად.

მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ ეს გამოვიტანოთ – საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. ეს არის ეროვნული ამოცანა. პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქედან ეს დოკუმენტები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს რომ გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, არც შევდივარ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს, ნუ გამოიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა. სამი თვე ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, სოფელ-სოფელ დავდიოდით იმისთვის რომ პარლამენტში შევსულიყავით და შეგვესრულებინა ის, რასაც ხალხს ვპირდებოდით“” – ამბობს მიმართვაში ელისაშვილი.

ელისაშვილის თქმითვე, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ფული არ აუღია და “ასეთი რამის შეთავაზებას ვერც ვერავინ გაუბედავს”.


| Print |
FaceBook Twitter Google