ავარია თელავი-ყვარელის გზაზე - დაშავდა რამდენიმე ადამიანი
თელავი- ყვარელის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მერსედესისა და გოლფის მარკის მანქანები ერრთმანეთს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 5- მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

დაზიანებები მიიღეს ორივე მანქანის მძღოლმა  და მგზავრებმა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა  თელავის საავადმყოფოში მოათავსეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო- სამაშველო ბრიგადები.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
| Print |
FaceBook Twitter Google