კოვიდ 19-ით ინფიცირებულებისთვის "რემდესივირის" 4000 ფლაკონი გვაქვს შეძენილი- თენგიზ ცერცვაძე
საქართველოს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის
„რემდესივირის“ საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი აქვს შეძენილი- ამის
შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ
განაცხადა.
მისივე თქმით, თითო პაციენტს მედიკამენტის 6 ფლაკონი სჭირდება,
შესაბამისად, შეძენილი ოდენობა მხოლოდ 660 პაციენტისთვის იქნება
საკმარისი. მედიკამენტი დაენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც არიან
ჰოსპიტალში, არიან ჟანგბადდამოკიდებულები და დაინფიცირებიდან 12-დღე
არაა გასული. პაციენტებისთვის „რემდესივირის“ გაცემას სპეციალური
კომისია გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის
ინფორმაციით, „რემდესივირის" შეძენასთან დაკავშირებით, კომპანიასთან
ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მედიკამენტს საქართველოში დეკებრის
ბოლოს ჩამოიტანენ.
მასალის გამოყენების პირობები