გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში ტრანსფორმატორი აფეთქდა
გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანდა ელექტრო კაბელები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია.
ადგილზე ენერგ-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარებაც.

შენობაში დენის ავარიულად გათიშვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ცნობისთვის, აქ განთავსებულია ქალაქის ტერიტორიული ორგანო, რამდენიმე ა.ა.ი.პ-ი და 10-ზე მეტი კერძო ორგანიზაცია.



| Print |
FaceBook Twitter Google