ახალი წელი მოკრძალებულად აღვნიშნოთ - თენგიზ ცერცვაძე
ყველას გვინდა ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა წავართვათ, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოშია ლოზუნგი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით შეზღუდული, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ერთია აკრძალვა და მეორეა თვითშეგნება. თვითონ უნდა დაუწესონ თავის თავს გარკვეული აკრძალვა. კი, ყველას გვინდა ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა წავართვათ, მაგრამ მთელ მსოფლიოშია ახლა ლოზუნგი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით შეზღუდული. ნუ იქნება პომპეზური, ნუ იქნება ფართე. აღვნიშნოთ მხოლოდ ოჯახურ წრეში. არ არის აუცილებელი გაზრდილი მობილობა, მისვლა-მოსვლა, თუნდაც საჩუქრების ყიდვა. შემოვიფარგლოთ, უფრო მოკრძალებულად აღვნიშნოთ ეს ახალი წელი და ასეთ შემთხვევაში, ის არ მოახდენს გავლენას ამ ეპიდვითარებაზე“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google