კახი კავსაძე კორონავირუსისგან განიკურნა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მსახიობი კახი კავსაძე გამოჯანმრთელდა და ის კლინიკიდან გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაწერეს.
„კორონავირუსისგან განიკურნა და სტაბილური მდგომარეობა აქვს. ახლა სახლშია“, - აღნიშნა ტურძელაძემ.
შეგახსენებთ, რომ კავსაძეს კორონავირუსი 29 ნოემბერს დაუდასტურდა. ის სუნთქვის მწვავე უკმარისობით საავადმყოფოში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.

| Print |
FaceBook Twitter Google