მართვის მოწმობა თეორიის გარეშე- რას ამბობს მომსახურების სააგენტო
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართვის
მოწმობის გამოცდის ჩაბარება თეორიის გარეშე იქნება შესაძლებელი და
აქცია 6 თებერვლიდან 26 თებერვლამდე გაგრძელდება.
speqtri.ge- ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, რომ აღნიშნული
ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
-"ორი-სამი დღეა, რაც ეს ინფორმაცია ვრცელდება სოციალური ქსელის
საშუალებით, თუმცა ტყუილია."
ცნობისთვის, პანდემიის გამო, მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება
დროებით შეზღუდულია.
მასალის გამოყენების პირობები