მართვის მოწმობა თეორიის გარეშე- რას ამბობს მომსახურების სააგენტო
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება თეორიის გარეშე იქნება შესაძლებელი და აქცია 6 თებერვლიდან 26 თებერვლამდე გაგრძელდება.
speqtri.ge- ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

-"ორი-სამი დღეა, რაც ეს ინფორმაცია ვრცელდება სოციალური ქსელის საშუალებით, თუმცა ტყუილია."

ცნობისთვის, პანდემიის გამო, მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება დროებით შეზღუდულია.


| Print |
FaceBook Twitter Google