თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, ინფიცირებულთა მაჩვენებელი 5-6 ათასამდე გაგვეზრდება- ამირან გამყრელიძე
ჩვენ მომხრე ვართ მინიმალური შემსუბუქების, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ
ქვეყანაში მობილობის სერიოზულად გაზრდას, - ამის შესახებ დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ
განაცხადა.
„თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, მობილობა სერიოზულად გაიზრდება,
პირდაპირ გეტყვით, რომ გაგვეზრდება და ისევ აგვივარდება
ინფიცირებულების მაჩვენებელი 5-6 ათასზე და შესაბამისად იანგარიშეთ,
რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი, სამწუხაროდ,
შეიძლება დამძიმდეს“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 28 ნომებერიდან, საქართველოში არსებული
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის
ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ
ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და
გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები