კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ საქართველოში 200 ათასს გადააჭარბა
საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 201 368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 169 282 შეადგენს.

გარდაიცვალა 1 953 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 2734 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google