სასტუმროებს საახალწლო ღონიძიებების ჩატარების უფლება არ ექნებათ- ნათია თურნავა
სასტუმროებს, რომლებიც საახალწლოდ სტუმრებს ელოდებით, შეგახსენებთ, რომ იკრძალება კულტურული ღონიძიებები მაყურებლის დასწრებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„ახალი წელი მოდის, ჩვენი ტურისტული ინდუსტრიაც, სადაც შეზღუდვები არ გავრცელდა ასევე ემზადება, მაგრამ ყველას შევახსენებ, განსაკუთრებთ სასტუმროებს, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები იზოლაციისა და კარანტინის შესახებ - საქართველოს მთავრობის 23 მაისი, №322 დადგენილება, რომლის თანახმადაც მკაცრად იკრძალება კულტურული ღონიძიებები მაყურებლის დასწრებით . აქედან გამომდინარე ყველა სასტუმროს ვინც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს შევახსენებ, რომ ეს შეზღუდვა არის დაწესებული და მისი დაცვა მკაცრად მოგვიწევს, რა თქმა უნდა ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ეს ახალი წელი არის განსხვავებული და შედგება იმ ფონზე, რომ ყოველდღიური სიკვდილიანობა ჯერჯერობით ისევ მაღალია. მართალია წერტილოვანი შეზღუდვების კვალობაზე მოკრძალებული დადებით ტენდენციები ჩვენ გვაქვს, ამიტომ ვუფრთხილდებით პირველ ზომიერ ოპტიმისტურ ნიშნებს. ახალი წელი ვიზეიმოთ სახლებში, მოკრძალებულად და ნუ დავარღვევთ დაწესებულ შეზღუდვებს. გაფრთხილება წერილობით ყველა სასტუმროს დაეგზავნა ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან და ყველას მოვუწოდებ ყურადღებით მოეკიდოს ამ საკითხს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google