2021 წელს 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება- მაია ცქიტიშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2020 წელს, 1530 მოსწავლისთვის, 20 ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა.

„2021 წელს დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის. ასევე 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 ათასი მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის. განათლების ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამში, 300 მლნ ლარით დაფინქნსდება“-განაცხადა მან პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე

მისივე თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს 1000 ბავშვისთვის 17 ბაღი აშენდა,  2021 წელს კი კიდევ 14 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google