გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცივი და
თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, +5 გრადუსი და მცირე თოვაა ნავარაუდევი
გურჯაანში, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის
ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3
გრადუსი იქნება. თელავშიც თოვაა ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +5
გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ამოსალოდნელი. ასევე
თოვას ვარაუდობენ სინოპტიკოსები სიღნაღში, სადაც +4 გრადუსი
დაფიქსირდება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
მასალის გამოყენების პირობები