მოსწავლეები, რასაკვირველია, დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები აუდიტორიებში - მიხეილ ჩხენკელი
განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განაცხადებით, მოსწავლეები, დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები აუდიტორიებში, ეს კი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

„როგორცკი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, როგორცკი ჯანდაცვის სფერო მწვანე შუქს აგვინთებს, რომ უსაფრთხოა იგივე მობილობის თვალსაზრისით, მოსწავლეები, რასაკვირველია, დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები აუდიტორიებში. ჩემი ღრმა რწმენით, რაც არ უნდა კარგი იყოს დისტანციური და ონლაინ სწავლება, ვერაფერი ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახში და საუნივერსიტეტო აუდიტორიებში. ამას გეუბნებით როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, კარგად ვიცი ეს ამბავი. იმ ენერგიას, პედაგოგიურს, რომელიც სუფევს საკლასო ოთახში და საუნივერსიტეტო აუდიტორიაში, ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ეს არის ბუნებრივი გარემო, სადაც სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს. შესაბამისად, როგოცკი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ცხადია, მოსწავლეები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები უნივერსიტეტებში. ჩვენის მხრივ, ვიძლევით სრულ გარანტიას, რომ როგორც სკოლებში ასევე პროფესიულ სასწავლებლებში და უნივერსიტეტებში, სამედიცინო პროტოკოლი იქნება დაცული უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google