პოლიციამ სოფელ ფშაველში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 1 პირი - 1996 წელს დაბადებული თ.ბ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, სიძეს - მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 1982 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google