ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ძალიან ვიწროდ ახალი წელი - პაატა იმნაძე
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ახალი წლის პერიოდში სტუმრად მისვლისგან თავი შეიკავონ.
იმნაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ პანდემიის გამო, ახალი წელი ვიწრო წრეში, ოჯახში აღნიშნონ. 

„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან. ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ძალიან ვიწროდ ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი ალბათ გამონაკლისი იქნება ჩვენთვის მთელი მცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისგან იმიტომ, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“,-განაცხადა იმნაძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google