ადამიანის უფლებათა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს
„ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს იწყებს. ამნისტიის აქტი ძირითადად, ნაკლებად მძიმე იმ კატეგორიის დანაშაულებს შეეხება, რომლებიც ამავე კანონპროექტით არის შეთავაზებული.

ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე. ამნისტია არ ეხებათ ნარკოტიკების ან მისი ანალოგი საშუალებების რეალიზატორებს და ასევე მასში გათვალისწინებულია ყველა ის დამცავი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც არ დაირღვევა დაზარალებულ მხარეთა ინტერესები.

| Print |
FaceBook Twitter Google