ხვალ ჩუმლაყში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება ჩატარდება
ხვალ 29 დეკემბერს სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება ჩატარდება. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის ინფორმაციით, ტესტის ჩატარება სოფლის ამბულატორიაში იქნება შესაძლებელი.

„ამას წინათ ტესტირება ჩატარდა სოფელ მელაანში, ახლა შეირჩა ჩუმლაყი, რადგან აქ გაცილებით მეტი შემთხვევები დაფიქსირდა.
მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს ვირუსი მსუბუქი ფორმით ან უსიმპტომოდა და ყურადღებას არ აქცევენ. ჩატარდება ანტიგენ ტესტი, რომლის მიზანი დაავადების დროული გამოვლენა და ინფიცირების შემცირებაა. “

მისივე თქმით, 11 საათზე დაიწყება და მოსახლეობის აქტიურობის მიხედვით გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google