საქართველოში ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.
მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. უწყების ინფორმაციით,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოდ ფასდება.

| Print |
FaceBook Twitter Google