ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამოწმებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შემოვა.

„ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული. COVAX-ის პლატფორმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული, თუ იქნება ის ვაქცინა, რომელიც ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვის და დაიცავს ჩვენს მოსახლეობას, მერე მის წარმომავლობას, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი იქნება“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google