პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს ყრილობა- არჩილ თალაკვაძე
პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს ყრილობა და ყრილობის წევრები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. უახლოეს დღეებში, წინასწარ შეგატყობინებთ ამის შესახებ ინფორმაციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გუნდში უკვე იყო ამის შესახებ განხილვები და ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე. გარწმუნებთ, რომ პოლიტიკური პარტიის მმართველობა დარჩება და კიდევ უფრო განვითარდება, განმტკიცდება. ის იქნება მაქსიმალურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე დაფუძნებული, ისე, რომ თითოეულ წევრს მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, რომ თავის წვლილი შეიტანოს პარტიის განვითარებაში“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

| Print |
FaceBook Twitter Google