ქალაქ ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარები და ბორდიურები
მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 400 000 ლარი
დაიხარჯება.
ახმეტის მერიამ ტენდერი ოთხ იანვარს გამოაცხადა, წინადადებების
მიღების ვადა კი 27 იანვარს იწურება.
ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოების 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დაფინანსდება, ხოლო 5% ადგილობრივი თვითმმართველობიდან.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 150 დღის განმავლობაში
უნდა დაასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები