ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 242 კოვიდინფიცირებული იმყოფება
ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 816 მძიმე პაციენტია.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 68, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 7, იმერეთში - 26. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, აჭარაში - 55, ხოლო იმერეთში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 620 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 989 პირი, აჭარაში - 2 166, იმერეთში - 2 349“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google