გურჯაანის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება
საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, 18 იანვარს სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება გურჯაანის საბავშვო ბაგა- ბაღებში. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციაა.

„ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება. დავაკვირდებით ჯერჯერობით ეპიდვითარებას, თუ როგორი სიტუაცია იქნება. ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას. ტენდერები გვაქვს გამოსაცხადებელი საკვებ პროდუქტებზე. იმ შემთხვევაში, თუ თებერვალშიც არ განახლდება სააღმზრდელო პროცესი , მარტში უკვე ვიფიქრებთ გავაკეთოთ სასურსათო პაკეტები ყველა აღსაზრდელისთვის. “

შეგახსენებთ, რომ ეპიდსიტუაციის გამო, საბავშვო ბაღები დაახლოებით ორი თვის წინ დაიკეტა.

| Print |
FaceBook Twitter Google