დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
საქართველოში ქართული დროშის დღე 14 იანვარს აღინიშნება.

ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს, „ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაამტკიცეს. იმავე დღეს აღმართეს ის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველი ქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრი და შავი ზოლებით, ხოლო თარიღი სახელმწიფო დროშის დღედ გამოაცხადეს. პანდემიის გამო სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის.


| Print |
FaceBook Twitter Google