კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა
დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1357 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით, მონაცემები ასე გამოიყურება: თბილისი 561 შემთხვევა, აჭარაში - 112, იმერეთში - 196, ქვემო ქართლში - 69, შიდა ქართლში - 111, გურიაში - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 131, კახეთში - 84, მცხეთა-მთიანეთში - 41, სამცხე-ჯავახეთში - 26, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც: 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში. მძიმე პაციენტია 808, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google