თამბაქოს ნაწარმის ვიტრინაზე განთავსება აიკრძალა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობის აკრძალვის რეგულაცია.

შესაბამისად აკრძალულია თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.

დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განლაგება, თუ მათზე არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება. შიდა ხილვადობა ასევე არ არის აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ, ე.წ. „დუთი ფრი“ ზონაში.

| Print |
FaceBook Twitter Google