როდის გაიხსნება ცხოველთა თავშესაფარი გურჯაანში
გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარის მშენებლობა უკვე დასრულდა, თუმცა გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, შენობა მზად არის მაგრამ საჭირო ინვენტარი არ აქვთ.

„თავშესაფარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი. აშენდა ვოლიერები, საკარანტინე, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობები. ვოლიერები გათვლილია ას ცხოველზე, გაკეთდა ლაბორატორია და კრემატორიუმი. ქონება არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, მაგრამ რვა მუნიციპალიტეტს მოემსახურება . აჟამად საჭიროა შიდა ინვენტარი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. ამისთვის მიმდინარეობს თანხის მოძიება, შემდეგ უკვე ვიფიქრებთ გახსნაზე. “

შეგახსენებთ, რომ ცხოველთა თავშესაფარის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

| Print |
FaceBook Twitter Google