გურჯაანის ბიბლიოთეკაში დაკვამლიანებაა
გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები იმყოფებიან, შენობაში ძლიერი დაკვამლიანებაა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხელოსანი სარებილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, ლაქს უსვამდა ნაკეთობას, რა დროსაც აალება მოხდა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია,  თუმცა მეხანძრეები მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



| Print |
FaceBook Twitter Google