სოფელ შაშიანში სამი მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში სამი მამაკაცი დაჭრეს. მათ დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანა.

დაჭრილებს დაზიანებები გულ- მკრედის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


| Print |
FaceBook Twitter Google