გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმა და
თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმასციით იწვიმებს გურჯაანში, ჰაერის ტემპერატურა აქ
დღისით +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის
განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ასევე
წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +7
გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. +5 გრადუსი
და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი
იქნება
მასალის გამოყენების პირობები