ოცნება დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, მის შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა და ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება. ყრილობა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google