საქართველოში 770 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი 485 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 219, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 87, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 770 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google