ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 234 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი 72 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 5, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 0, გურია - 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 795 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, 634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google