პანკისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
სოფელ დუისში მკვლელობა მოხდა. 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ნათესავებს შორის მოხდა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის,რომ მკვლელობამდე მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.
სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

| Print |
FaceBook Twitter Google