კახეთის სკოლები სასწავლო პროცესს ისევ ონლაინ აგრძელებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კახეთში 209 საჯარო სკოლისთვის საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის დაწყება პირველ თებერვლამდე გადაიდო.
,, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით დასტაბილურებისკენაა. ვითარება  ისევ  რომ არ გართულდეს, ეპიდემიოლოგებმაც გვირჩიეს, ჯერ- ჯერობით კიდევ შევიკავოთ თავი საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე. აგრეთვე, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლების მიმართულებით და ზოგიერთ სოფლის სკოლის მასწავლებელს გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა, ასევე ველოდებით მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებას და ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, რომ საკლასო ოთახებში სწავლა 1 თებერვლამდე გადაგვედო. ონლაინ რეჟიმში კი თელავის ყველა სკოლამ დღეს განაახლა სასწავლო პროცესი," - განაცხადა თელავის საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსმა ლევან მრელაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google