ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოს იქნება, საუბარია ფაიზერზე- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე განცხადებით, საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოს იქნება.

როგორც მან იმედის ეთერში ისაუბრა, საუბარია ფაიზერის ვაქცინაზე. მინისტრის თქმით, კოვაქს პლატფორმამ, რისი მეშვეობითაც ქვეყანამ ვაქცინა უნდა შეიძინოს, დამატებითი გარანტიები მოითხოვა, რაზეც მთავრობამ პასუხი უკვე დაუბრუნა.
"დღეს მივიღეთ წერილი, რომ გააქტიურდა კოვაქს პლატფორმა, სადაც ჩვენ ვართ გაწევრიანებული და გვაქვს თანხა გადახდილი იმ ვაქცინებისთვის, რომელიც საქართველოში შემოვა. ვთვლით, რომ თებერვლის ბოლო, ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც შეიძლება უკვე გარანტირებულად ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას.
რაც შეეხება, რომელი ვაქცინა შემოვა, ამ ეტაპისთვის საუბარია ფაიზერზე. ჩვენგან მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია სწორედ ამ "ცივი ჯაჭვის" შესამოწმებლად, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ვაქცინის მიღებას, რის შესახებაც ჩვენ ინფორმაცია დავაბრუნეთ, რომ მათ ჰქონდეთ გარანტიები", - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google