სოფელ ბოდბეში კორონავირუსით 90 წლის კაცი გარდაიცვალა
კახეთში, კორონავირუსით 93- ე პაციენტი გარდაიცვალა. COVID 19- ს ემსხვერპლა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრები 90 წლის კაცი. ხანდაზმულს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მკურნალობის კურსს ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადიოდა. 

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, COVID-19- ის 2 209 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა.


| Print |
FaceBook Twitter Google