საქართველოში 775 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: თბილისი 647 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 249, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 95, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 106, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, მძიმე პაციენტია 775 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google