კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ მსოფლიოში 96 მილიონს გადააჭარბა
Worldometers- მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების
საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ
19-ით 2 049 238 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ
კი 68 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ -19-ით
ინფიცირების 25 328 747აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით
დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე
ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი,
მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.
მასალის გამოყენების პირობები